კომპანიის შესახებ

კომპანიის შესახებ

ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, ეკომეგობრული და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები რომელთა საშუალებითაც ურბანული გარემო უფრო კომფორტული და მშვიდი გახდება. არ დააზიანებს ბუნებას და ორიენტირებული იქნება მომხმარებლის საჭიროებებზე.

ამ მიზნის მისაღწევად მიდეა მუდმივად აუმჯობესებს ისეთ ტექნოლოგიებს, როგორებიცაა HVAC სისტემები, ლიფტები, ესკალატორები, BMS სისტემები და სხვა.

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მართვის სისტემების ბაზრისთვის შეუფერხებლად და დროულად მიწოდება კომპანიისთვის მთავარი პრიორიტეტია. ამ შედეგის მიღწევაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მიდეა კავკასიას გუნდს, რომელიც მაღალკვალიფიციური კადრებისგან შედგება.

კომპანია თავდაუზოგავად შრომობს იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნები და მიაწოდოს მას ექსკლუზიური მომსახურება შენობის ტექნოლოგიების სექტორში, რაც გულისხმობს საუკეთესო სერვისსა და უახლეს ტექნოლოგიებს.

მიდეა კავკასია უკვე მრავალი წელია უზიარებს ბაზარს საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას გათბობა-ვენტილაცია-ჰაერის კონდიცირების სფეროში. 2020 წელს დაფუძნდა მიდეას საერთაშორისო ტრენინგ აკადემია, გადაიდგა პირველი ნაბიჯები ფორმალური განათლების მიმართულებით. აკადემიის მისიაა ხარისხის გაუმჯობესება HVAC და ბიზნეს ტექნოლოგიების სექტორში. წლის განმავლობაში 100-მდე მოკლევადიანი ტრენინგი თუ კონფერენცია ხორციელდება როგორც თბილისში ასევე სხვადასხვა რეგიონებში. აღსანიშნავია , რომ კომპანია თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან და მასპინძლობს უამრავ სტუდენტს ყოველწლიურად.

2020 წლიდან კომპანია სერტიფიცირებულია ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001:2015-ის სტანდარტით. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მართვის ეფექტური სისტემების დანერგვა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

სერვისები

მიდეა კავკასია მომხმარებელს სთავაზობს სერვისებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქციის გრძელვადიანი ექსპლუატაციისთვის და უადვილებს მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

საგარანტიო მომსახურება
პროექტის რევიზია
ტექნიკური ტრენინგები და კონსულტაციები
ტექნიკური კონსულტაცია ინჟინრებისთვის
ყველაზე დიდი რეგიონული სასაწყობე მარაგი
სამონტაჟო პროცესების მონიტორინგი
ექსპლუატაციაში მიღება
საგარანტიო მომსახურება

ჩვენი მისია

მიდეა კავკასიის საქმიანობა ეფუძნება მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და პერსონალთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პრინციპებს. კომპანიის მისიაა ხელმისაწვდომი გახადოს შენობის აღჭურვის უახლესი/თანამედროვე სისტემები. დაამკვიდროს უმაღლესი სტანდარტები სფეროში და ხელი შეუწყოს ეკომეგობრული და ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების პოპულარიზაციას.

ჩვენი ხედვა

პროფესიონალიზმის და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების ხარჯზე შექმნას ბაზარზე უმაღლესი სტანდარტი როგორც ტექნოლოგიების, ასევე მომსახურების კუთხით. იყოს სანდო პარტნიორი და იმოქმედოს პარტნიორების და მომხმარებლების ინტერესების დაცვით.

2022
წარმომადგენლობითი ოფისი აზერბაიჯანში

მიდეა კავკასიამ დააფუძნა წარმომადგენლობითი ოფისი აზერბაიჯანში

2021
სათადარიგო ნაწილების სერვის ჰაბი

მიდეა კავკასია 2020 წლიდან სათადარიგო ნაწილებით ამარაგებს 50 ქვეყანას

2020
მიდეას საერთაშორისო აკადემია

მიდეას აკადემია არის მულტიფუნქციური ტრენინგ-ცენტრი, რომელიც 2020 წლიდან აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური მიმართულებით. აკადემიის მისიაა ხარისხის გაუმჯობესება HVAC და ბიზნეს ტექნოლოგიების სექტორში

2019
ადგილი სომხეთის ბაზრის top 3-ში

მიდეამ ადგილი დაიკავა სომხეთის ბაზრის top 3-ში

2018
ახალი ბრენდი - Clivet

მიდეა კავკასია გახდა მიდეას შვილობილი ბრენდის, Clivet-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში

2015
ბაზრის ლიდერი საქართველოში

2015 წელს მიდეა კავკასია გახდა ბაზრის ლიდერი და დღემდე ინარჩუნებს ლიდერულ პოზიციებს

2010
პირველი ნაბიჯები

კომპანიამ პირველი ნაბიჯები HVAC ინდუსტრიაში 2010 წელს გადადგა. დღემდე ცდილობს დაამკვიდროს უმაღლესი სტანდარტები სფეროში და ხელი შეუწყოს ეკომეგობრული და ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების პოპულარიზაციას

Partner logo Partner logo Partner logo Partner logo Partner logo Partner logo Partner logo Partner logo
Partner logo Partner logo Partner logo Partner logo Partner logo Partner logo Partner logo