რა არის მულტიზონალური სისტემა და რა უპირატესობები აქვს მას

17.11.2025

ხშირად, როცა სივრცეში კომფორტის მაქსიმუმს ვეძებთ, გვიწევს ერთდროულად რამდენიმე ზონის გათბობა ან გაგრილება. თუმცა რეალობაში ხშირად ვაწყდებით პრობლემასშეზღუდული სამონტაჟო სივრცე, ხმაური და ფასადის დაზიანება.

მსურს გესაუბროთ ამ პრობლემების მოგვარების ოპტიმალურ მეთოდზე, მულტიზონალურ ტექნოლოგიაზე.

ამ გამოწვევის ოპტიმალური პასუხია მულტიზონალური ტექნოლოგია Midea-სგან.

რა არის მულტიზონალური სისტემა?

მულტიზონალური სისტემა არის შენობის ჰაერის გათბობა-გაგრილების სისტემა, რომელიც შედგება ერთი გარე და 9 მდე შიდა ბლოკისგან.

ასეთი სისტემები განსაკუთრებით  ეფექტურია, როცა ფასადზე გარე ბლოკის სამონტაჟო ადგილი შეზღუდულია, დიდი რაოდენობით ბლოკების განთავსება კი დააზიანებს არქიტექტურულ იერსახეს.

 სად შეიძლება მულტიზონალური სისტემის გამოყენება?
მულტიზონალური კონდიცირების სისტემა იდეალურია ნებისმიერი ტიპის სივრცისთვისიქნება ეს ბინა, კერძო სახლი, ოფისი, კომერციული ობიექტი თუ საოჯახო ტიპის სასტუმრო.

 

არანაკლებ მნიშვნელოვანია ინტერიერი და მისი დიზაინი

ამ ტექნოლოგიის კიდევ ერთი გამორჩეული მახასიათებელია შიდა ბლოკების დიზაინის მრავალფეროვნება. კედლის, არხული, სტანდარტული და ცალმხრივი დაბერვის კასეტური მოდელები, ასევე კონსოლიეს ყველაფერი დაგეხმარებათ ინტერიერის დიზაინთან იდეალურ ჰარმონიაში.

მართვა სრულად ერგება ჭკვიან სახლს — Wi-Fi-ით, მობილური აპით ან ცენტრალური პანელით შეგიძლიათ აკონტროლოთ სისტემის მუშაობა სახლშიც და სახლს გარეთაც.

მულტიზონალური სისტემის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მისი ეტაპობრივად განვითარების შესაძლებლობაა.


მომხმარებელს შეუძლია პირველ ეტაპზე შეიძინოს სისტემა მხოლოდ ერთი შიდა აგრეგატით და სრულფასოვნად ისარგებლოს მულტიზონალური ტექნოლოგიის კომფორტით.
მომავალში კი, საჭიროებისამებრ, მარტივად დაამატოს დამატებითი შიდა აგრეგატები სხვადასხვა ზონისთვისდამატებითი ხარჯების გარეშე
ეს მიდგომა განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც ეტაპობრივად აწყობს ინტერიერს ან ანაწილებს ბიუჯეტს გრძელვადიან პერსპექტივაზე.

 

რით განსხვავდება სტანდარტული ინვერტორული სპლიტ კონდიციონერისგან

 

იმ შემთხვევაში, თუ გვჭირდება ორი ან მეტი კონდიციონერი

·       ცენტრალური სისტემის აგრეგატები ჯამურად უფრო ბიუჯეტურია

·       უფრო ენერგოეფექტიანია, ვიდრე ახალი თაობის ინვერტორული სპლიტ კონდიციონერები

·       ჭირდება ნაკლები სამონტაჟო სივრცე

·       მარტივია ტექნიკური მომსახურება

·       დაბალია ხმაურის მაჩვენებელი

·   გამოირჩევა მდგრადობით და შეესაბამება გარემოს დაცვის ორგანიზაციების მიერ დადგენილ უახლეს სტანდარტებს

გამოგვიწერეთ

news_form_teaser

message_sent_successfully
Done

other_blog