რა არის ინვერტორული ტექნოლოგია და რას გთავაზობთ Midea

12.11.2025

ინვერტორული ტექნოლოგია ძრავის მართვის თანამედროვე მეთოდია, რომელმაც სრულიად შეცვალა ელექტრომოწყობილობების მუშაობის პრინციპი და ისინი უფრო ეფექტური გახადა. მის უპირატესობას უკეთ გავიგებთ, თუ განვიხილავთ ტრადიციული, არაინვერტორული ძრავის მუშაობის პრინციპებს.

 

ტრადიციულ სისტემებს აქვს მხოლოდ ერთი, ფიქსირებული სამუშაო სიჩქარე. შესაბამისად, რა სირთულის დავალებაც არ უნდა მივცეთ, მუშაობს მხოლოდ ერთი, მაქსიმალური სიჩქარით და შედეგად მოიხმარს ჭარბ ელექტრო ენერგიას. გარდა ამისა, ასეთი ტიპის კონდიციონერები ითიშება სასურველი ტემპერატურის დაყენებისას და მალევე, როცა ოთახში ისევ დაცხება, აახლებს მუშაობს მთელი სიმძლავრით. ეს მუდმივი ჩართვა-გამორთვის ციკლი არაეფექტურია და ენერგიის დიდ დანახარჯს იწვევს.  

 

ინვერტორულ კონდიციონერს აქვს ცვლადი სიხშირით მუშაობის უნარი და ჩართვიდან მალევე იწყებს ელექტროენერგიის ხარჯის შემცირებას. გარდა ამისა, არ ითიშება მაშინ, როცა სასურველი ტემპერატურა მიღწეულია. აგრძელებს მუშაობას მინიმალური სიმძლავრით, რაც ტემპერატურის შენარჩუნებას ჭირდება. ტემპერატურის შენარჩუნებაზე კი გაცილებით ნაკლები ელექტრო ენერგია იხარჯება, ვიდრე მის თავიდან დარეგულირებაზე. სტანდარტულ ინვერტორებში ეს მხოლოდ ერთი დეტალის, კომპრესორის ხარჯზე ხდება. ამ დეტალს აქვს უნარი რომ იმუშავოს რამდენიმე სიჩქარით და თავიდან აგვარიდოს ჭარბი რესურსის მოხმარება. 

 

ინვერტორული სისტემის უპირატესობები

მუშაობის განსხვავებული პრინციპის გამო, ინვერტორულ ტექნოლოგიას რამდენიმე უპირატესობა აქვს. მაგალითად, ჩართვა-გამორთვის ციკლის არ არსებობით ის ენერგომოხმარებას 30%-დან 50%-მდე ამცირებს. ამიტომ, ინვერტორულძრავიანი გათბობა-გაგრილების სისტემები უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე ჩვეულებრივი. 

გარდა ამისა, ინვერტორული მოწყობილობები უფრო დაბალხმაურიანია, რადგან კომპრესორის დაბალ სიმძლავრეზე მუდმივი მუშაობა ჩართვა-გამორთვის ხმაურს გამორიცხავს. ამ დროს ხმაურის დონე 20-24 დეციბელს აღწევს, რაც დაახლოებით ადამიანის ჩურჩულს უტოლდება.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შემცირებული დატვირთვის გამო, ინვერტორული ძრავის მქონე ტექნიკას გაცილებით ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა აქვს და ეფექტურობასაც უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებს.

რით არის გამორჩეული Midea-ს ინვერტორული ტექნოლოგია და რას ნიშნავს Quattro Inverter?

Midea-ს კონდიციონერებში გამოყენებულია Quattro  Inverter ტექნოლოგია, რაც ნიშნავს იმას, რომ ინვერტორულია არა მხოლოდ კომპრესორის, არამედ გარე და შიდა ვენტილატორების ძრავებიც და აქვს მაცივარაგენტის ნაკადის სრულიად განსხვავებული მართვა.

Midea-ს Quattro  Inverter ტექნოლოგიის უპირატესობები:

  • ენერგოეფექტურობა

  • ხმაურის დაბალი დონე

  • გაზრდილი კომფორტი ჰაერის ტემპერატურის ზუსტი კონტროლის ხარჯზე

  • შეუძლია უფრო დაბალ და მაღალ გარე ტემპერატურაზე მუშაობა.

  • მეტი საექსპლუატაციო ვადა ნაკლები ცვეთის ხარჯზე, რაც გამოწვეუოლია იმით რომ არ უწევს მუდმივად მაღალი დატვირთვით მუშაობა

გამოგვიწერეთ

news_form_teaser

message_sent_successfully
Done

other_blog