VRF & VRV სისტემების მომსახურება
პროგრამის მიზნები:
ჰაერის კონდიცირების სისტემების მომსახურების დარგში კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც:
Ø საპროექტო მონაცემების საფუძველზე განსაზღვრავს შესაბამის აგრეგატებს;
Ø კონდიცირების სისტემების პრინციპულ სქემებს გამოიყენებს;
Ø კონდიცირების აპარატურის მონტაჟისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ მიდგომებს გაითვალისწინებს;
Ø სამუშაოებს დაგეგმავს და შესრულებისთვის საჭირო დროს განსაზღვრავს;
Ø კონდიცირების სისტემების მონტაჟისთვის საჭირო მასალებსა და ხელსაწყოებს დამოუკიდებლად განსაზღვრავს და იყენებს;
Ø კონდიცირების სისტემებს ექსპლუატაციაში გაუშვებს და მათ შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას განახორციელებს.
1. 1. საქართველოს კანონმდებლობა:
- საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“;
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №304;
- საქართველოს სტანდარტი სსტ 70-2013: „სამაცივრო სისტემების და თბური ტუმბოების მომსახურების უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნები“
- მონრეალის ოქმი „ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ“;
- ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
- დანართი XXVII - კლიმატთან დაკავშირებული ქმედებები
1. 2. ჰაერის კონდიცირების საფუძვლები
- ჰაერის კონდიცირების დანიშნულება;
- ადამიანის თბური შეგრძნების კომფორტული პირობები;
- ადამიანის თბური ბალანსი;
- სათავსის შიგა ჰაერის საანგარიშო პარამეტრები;
- გარემო კლიმატის მახასიათებელი და საანგარიშო პარამეტრები;
1. 3. სითბოს მოდინება და თბოდანაკარგი
- ძირითადი პრინციპები.
1. 4. შენობების გათბობა-კონდიცირების და ვენტილაციის სისტემების ტიპური პროექტის განხილვა და გაანალიზება:
- საპროექტო გადაწყვეტილებები;
- პირობითი აღნიშვნები;
1. 2.1 ჰაერის კონდიცირების საფუძვლები
- ენერგია და ენერგიის ფორმები;
- თერმოდინამიკის N1 კანონი;
- თერმოდინამიკის N2 კანონი;
- ენერგიის გადაცემა (სითბო, მუშაობა);
- სითბოს გადაცემა: გამტარობა, გამოსხივება, კონვექცია;
- ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა: მყარი, თხევადი და აირადი ;
- მასა და წონა;
- სითბოტევადობა, კუთრი სითბოტევადობა;
- ფარული და მგრძნობიარე სითბო;
- სისტემა და სისტემის თვისებები;
- ტემპერატურა, აბსოლიტური ტემპერატურა
- ატმოსფერული წნევა, მანომეტრული წნევა
1. 2.2 სამაცივრო მანქანებისა და თბური ტუმბოების ძირითადი კომპონენტები:
- კომპრესორი, კონდენსატორი, საორთქლებელი, დროსელი (EXV, TXV, Capillary tube); რესივერი; ელექტრონული მართვის დაფები.
- ძირითადი ნაწილების დანიშნულება და მუშაობის პრინციპი
1. 2.3 სამაცივრო მანქანებისა და თბური ტუმბოების მუშაობის პრინციპები;
- რა არის სიმძლავრე, მისი საზომი ერთეულები
- ეფექტურობა
- პროცესი და ციკლი
1. 2.4 სამაცივრო მანქანებისა და თბური ტუმბოების დამხმარე კომპონენტები;
- დამხმარე ნაწილები: 4 სვლიანი სარქველი, ხმაურდამხშობი, სოლენოიდური ვენტილი, სითხის გამომყოფი, ელ. კონდესატორი.
- სპლიტ ტიპის კონდინციონერი
1. 2.5 მაცივარაგენტები
- მაცივარაგენტების თერმოდინამიკური თვისებები;
- ზეთის გამოყენების მნიშვნელობა და მაცივარაგენტთან თავსებადობა;
- მაცივარაგენტის შეგროვება;
- ოზონის შრის დამშლელი და გლობალური დათბობის პოტენციალის მქონე მაცივარაგენტები;
- ალტერნატიული, ბუნებრივი და სინთეტიკური მაცივარაგენტები.
1. 2.6 ჰაერის კონდიცირების სისტემების ზეგავლენა გარემოზე:
- ენტალპია
- წნევა ენტალპიის დიაგრამა
- კარნოს შებრუნებული ციკლი
- იზოთერმა, იზობარი, იზოქორდა
- კრიტიკული წერტილი, გაჯერებული სითხის ხაზი, გაჯერებული ორთქლის ხაზი, გადახურების ზონა, გადაციების ზონა
1. 2.7 ჰაერის კონდიცირების სისტემის ტიპები:
- სპლიტ ტიპის კონდიციონერი;
- მულტიზონალური კონდიციონერი;
- VRF & VRV ორმილოვანი სისტემა
- VRF & VRV სამმილოვანი სისტემა
კურსის ინსტრუქტორები
კურსის ინსტრუქტორების თიზე