Midea Academy-ს სემინარი პარტნიორი MEP კომპანიების თანამშრომლებისთვის
21.02.2025

2025 წლის 21 თებერვალს, Midea Caucasus-ის ორგანიზებით, მიდეას საერთაშორისო ტრენინგ აკადემიაში ჩატარდა სემინარი, სადაც მოვიწვიეთ პარტნიორი MEP კომპანიის წარმომადგენლები.
მსმენელებმა ინფორმაცია მიიღეს სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, მათ შორის:
წყლის გამაცხელებლები
ტენის ამომშრობები
ულტრაიისფერი ფილტრები
თბური ტუმბოები და ჩილერები
სავენტილაციო დანადგარები
სამომხმარებლო თბური ტუმბოები (CIRQ-HP, M-Thermal)
VRF სისტემები
ლიფტები
განათებები, საკეტები
ჭკვიანი სახლის კონცეფცია
სემინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას უახლესი ტექნოლოგიური ინოვაციებისა და მათი პრაქტიკული გამოყენების შესახებ. Midea Caucasus აქტიურად განაგრძობს პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობას და მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას.