მიდეას ტრენინგ აკადემიის კურსზე ,,VRF/VRV სისტემების მომსახურება’’ სწავლა მე-9 ჯგუფმა დაიწყო

24.02.2025

2025 წლის 24 თებერვალს მიდეას საერთაშორისო ტრენინგ აკადემიის კურსზე ,,VRF/VRV სისტემების მომსახურება’’ მე-9 ჯგუფმა დაიწყო სწავლა. კურსი სრულად მოიცავს VRF სისტემების მონტაჟისა და მომსახურების ყველა ასპექტს.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ განათლების სამინისტროს მიერ აღიარებული სერტიფიკატები.

კურსდამთავრებულებს მიღებული ცოდნის გამოყენებით შეეძლებათ:

დაგეგმონ ჰაერის კონდიცირების სისტემის სამონტაჟო სამუშაოები

დაამონტაჟონ და მომსახურება გაუწიონ „სპლიტ“ სისტემის ჰაერის კონდიციონერს

დაამონტაჟონ და მომსახურება გაუწიონ მაცივარაგენტის ცვლადი ნაკადის (VRF & VRV) სისტემებს

აწარმოონ სამუშაოებთან დაკავშირებული დოკუმენტები

Midea Academy აგრძელებს სასწავლო პროგრამების შეთავაზებას და ხელს უწყობს ინდუსტრიის წამყვანი ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გაღრმავებას.

გამოგვიწერეთ

news_form_teaser

message_sent_successfully
Done

მსგავსი სიახლეები