სასტუმრო
სასტუმრო
- სასტუმროს საჭიროებები
სასტუმრო ტიპის შენობები ძირითადად ხასიათდება მრავალი დამოუკიდებელი სივრცით, როგორიცაა : სტუმრებისათვის განკუთვნილი ნომრები, საკონფერენციო ოთახები, დარბაზები და საერთო ზონები.
შიდა სტრუქტურიდან გამომდინარე, აღნიშნულ სივრცეებს ერთი და იგივე გარემო პირობებში განსხვავებული კლიმატის მოთხოვნა გააჩნიათ, ამავდროულად განსხვავებულია სუფთა ჰაერისა და სამომხმარებლო ცხელი წყლის საჭიროება.
- მიდეას ინოვაციური VRF სისტემა
სწორედ მსგავს ვითარებაში, MIDEA, მომხარებელს სთავაზობს, ერთინი ცენტრალური VRF-სიტემის საშუალებით, იდივიდუალურად იმართებოდეს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ზონები.
ამისათვის გამოიყენება, VRF- სისტემის სამ მილოვანი გარე აგრეგატი, რომელიც მოთხოვნის შესაბამისად ცვლის ტემპერატურას და შესაძლებლობას გვაძლევს სასტუმროს ერთ ნომერში ჩართული იყოს გაგრილების ხოლო მეორე სასტუმრო ნომერში გათბობის რეჟიმი.
სასტუმროში ნომრებისათვის საუკეთესო გადაწვეტილებაა არხული ტიპის შიდა აგრეგატების გამოყენება, ეს კონდიციონერები არის კომპაქტური, კომფორტული და გვაძლევს სივრცის დაზოგვის საშუალებას. მისი ინსტალაცია შესაძლებელია ხელოვნურ რიგელში და დიზაინერული კუთხით დაცულია ინტერიერის ფრომები.
სამომხარებლო წყლის მიღება, სამ მილოვანი VRF-სისტემის მაღალტემპერატურული ჰიდრომოდულის საშუალებით ხორციელდება, როდესაც სისტემა მუშაობს გაგრილების რეჟიმზე, ჰიდრომოდული, მინიმალური დანახარჯით, რეკუპერაციის საშუალებით, ამზადებს ცხელ წყალს.
- ენერგოეფექტური რეკუპერაცია
სუფთა ჰაერის ცვლისათვის გამოიყენება რეკუპერატორი, რომლის მიზანია არსებული სივრცეში დაბინძურებული ჰაერის გარეთ განდევნა და სუფთა ჰაერის შემოტანა. დამატებით, აგრეგატი უზრუნველყოფს მინიმალური ელექტრო ენერგიის მოხმარებას, სითბოს დანაკარგების შემცირებასა და უსიამოვნო სუნისაგან განთავისუფლებას.
- BMS ინტეგრაცია
მაქსიმალური კომფორტის მისაღებად სასურველია გათბობა-გაგრილების აგრეგატები გავაერთიანოთ სასტუმროში არსებულ ისეთ სისტემებთან, როგორიცაა განათება, სახანძრო სიგნალიზაცია, ლიფტი და უსაფრთხოება. Building Management System (BMS) არის ჭკვიანი მართვის სისტემა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ერთ ცენტრალურ მართვაში გაერთიანდეს აღნიშნული სისტემები.
- მორგებული გადაწყვეტილებები ყველა სასტუმროსთვის
VRF სისტემა და რეკუპერატორი კლიმატის შექმნის ქვაკუთხედია, თუმცა ის არ არის საუკეთესო გამოსავალი ყველა ტიპის სასტუმროსთვის. ინდივიდუალური სპეციფიკიდან და პრიორიტიდან გამომდინარე, ალტერნატივად შეგვიძლია გამოვიყენოთ ოთხმილოვანი თბური ტომბო, რუფტოპი და სავენტილაციო დანადგარი (AHU). უმჯობესია რომ თბურ ტუმბოსა და VRF-ს შორის არჩევანი გავაკეთოთ კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით.