საცხოვრებელი სახლი

საცხოვრებელი სახლი

Midea-ს ინოვაციური ტექნოლოგია, M-Thermal:

Midea გთავაზობთ  თბური ტუმბოს მრავალფეროვან სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს სახლის გათბობას, გაგრილებასა და ცხელი სანიტარული წყლით მომარაგებას. აგრეგატი იდეალურად ერწყმის  სახლის ნებისმიერ დიზაინს, მაგალითად, იატაკის გათბობას, ფანკოილს, რადიატორსა და ჭერის გაგრილებას. M Thermal ასევე უზრუნველყოფს მუდმივი ცხელი წყლის მიწოდებას, შეუძლია მზის პანელებსა და ჭკვიან მართვასთან დაკავშირება, რაც მას ენერგოეფექტურსა და მდგრადს ხდის.

 

Midea-ს ჭკვიანი მართვის სისტემა

Midea-ს ჭკვიანი აპლიკაცია საშუალებას აძლევს მესაკუთრეებს ნებისმიერი ადგილიდან მარტივად მართონ მოწყობილობა. აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ დაარეგულიროთ ტემპერატურა, აღრიცხოთ ელექტროენერგიის ხარჯები და დაგეგმოთ გათბობა-გაგრილების სამუშაო განრიგი. M Thermal მოწყობილობა ასევე თავსებადია შენობის მართვასა (BMS) და სხვა ჭკვიან სისტემებთან. BMS სისტემა მესაკუთრეს აძლევს საშუალებას ერთი მოწყობილობით მართოს შენობაში არსებული ყველა სისტემა.

ალტერნატიული გადაწყვეტილებები:

1.ჰიბრიდული სისტემა:

ექსტრემალური კლიმატის პირობებში,  M Thermal-ს აქვს ფუნქცია დაიხმაროს გაზის ქვაბი, რომლისგანაც მიიღებს დამატებით სიმძლავრეს  გათბობისთვის.  ჰიბრიდული სისტემა გარემო პირობების მიუხედავად უზრუნველყოფს კომფორტს. ემ თერმალი და გაზის  ქვაბი ერთდროულად მუშაობის დროს გაცილებით ენერგოეფექტურია, შესაბამისად ამცირებს კომუნალურ ხარჯებს.


2. Multi-Split სისტემები:

მულტიზონალური კონდიციონერი არის იდეალური გადაწყვეტილება შედარებით პატარა კერძო სახლსა თუ ბინაში. გარე აგრეგატს შეუძლია დაუკავშირდეს რამდენიმე შიდა ბლოკს , რაც უზრუნფელყოფს სხვადასხვა ზონების დამოუკიდებელ კონტროლსა და ენერგოეფექტურობის მაღალ ხარისხს  მთელს სახლში. Multi-split კონდინციონერი სხვა სისტემებთან შედარებით ბიუჯეტურია, რაც მას იდეალურ არჩევნად აქცევს მყიდველისთვის.

 

3. მინი VRF სისტემები:

Midea-ს მინი VRF სისტემა გთავაზობთ უმაღლესი დონის ენერგოეფექტურობასა და კომფორტს საშუალო ზომის კერძო სახლსა და ბინაში. გარე აგრეგატს შეუძლია დაუკავშირდეს მრავალი სახის შიდა ბლოკს და უზრუნველყოს გათბობა-გაგრილება მთელს სახლში.  საშუალო ფასის მქონე Mini VRF სისტემა  კარგი ვარიანტია მომხმარებლისთვის, რომლისთვისაც პრიორიტეტია ელექტროენერგიის ხარჯის შემცირება.


დასკვნა

მოთხოვნისა და ფართის საჭიროებების გათვალისწინებით არსებობსს მრავალი ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც სასურველია ჩვენთან კომუნიკაციით ინდივიდუალურად შეირჩეს.

განხორციელებული პროექტები