ოფისი
ოფისი
- ოფისის საჭიროებები
კომფორტული სამუშაო გარემოსთვის იდეალური კლიმატის პირობები აუცილებელია. სეზონის მიუხედავად ოფისში დაბალანსებული უნდა იყოს შიდა ტემპერატურა და თანამშრომლების სიმრავლის შესაბამისად, ინტენსიურად უნდა იცვლებოდეს სუფთა ჰაერი.
- მიდეას ინოვაციური ტექნოლოგია
- VRF სისტემა საშუალო ზომის ოფისებისთვის:
თანამედროვე პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანია ენერგოექტურობა, გამარტივებული სერვისი და გარემო პირობების დაცვა. მიდეას VRF სისტემა საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რადგან უსაფეხულო ინვერტორული ტექნოლოგია ამცირებს ელექტრო ენერგიის მოხმარებასა და CO2-ით გარემოს დაბინძურებას. შედარებით მოსახერხებელია მისი პროექტირება, ინსტალაცია და ექსპლუატაციის შემდგომი სერვისი.
2.თბური ტუმბო შედარებით დიდი ოფისებისთვის
დიდი ოფისების პირობებში გამოიყენება თბური ტუმბო, რომელიც წყლის მეშვეობით აგრილებს ან ათბობს სამუშაო სივრცეებს. ჰიდრავლიკური სისტემა ეფექტურია შორი მანძილების ასათვისებლად, რადგან მაცივარაგენტით მომუშავე აგრეგატებისგან განსხვავებით არ აქვს მანძილის ან დონეთა სხვაობის შეზღუდვა. მილის დაზიანების შემთხვევაში შედარებით უსაფრთხოა რადგან წყლის გაჟონვა არ არის ჯამრთელობისთვის მავნებელი.
- ვინტილაცია
1. რეკუპერატორი საშუალო ზომის ოფისებისთვის
სუფთა ჰაერის ცვლისათვის გამოიყენება რეკუპერატორი, რომლის მიზანია არსებული სივრცეში დაბინძურებული ჰაერის გარეთ განდევნა და სუფთა ჰაერის შემოტანა. დამატებით, აგრეგატი უზრუნველყოფს მინიმალური ელექტრო ენერგიის მოხმარებას, სითბოს დანაკარგების შემცირებასა და უსიამოვნო სუნისაგან განთავისუფლებას. რეკუპერატორის ჰაერის ნაკადის და სტატიკური წნევის გათვალისწინებით, რეკომენდირებულია გამოვიყენოთ საშუალო ზომის ფართებისთვის.
2. რუფტოპი/სავენტილაციო დანადგარი შედარებით დიდი ოფისებისთვის
შედარებით დიდი სივრცეებისთვის რეკომენდირებულია გამოვიყენოთ ჰაერის დამუშავების აგრეგატები როგორიცაა, სავენტილაციო დანადგარი (AHU) და რუფტოპი. მათი უპირატესობა გამოიკვეთება იმით, რომ არის მეტად მოქნილი მოთხოვნილი ჰაერის ნაკადის, წნევისა და გათბობა/გაგრილების მონაცემებით. აგრეგატებს შეუძლიათ დამტებითი ფუნქციების შეთავსება, მაგალითად სხვადასხვა ტიპის რეკუპერაციის, ფილტრის, ჰაერის, დატენიანებისა და ამოშრობის.
- მიდეას ციფრული მართვა
VRF სისტემასა და თბურ ტუმბოსთან თავსებადია ციფრული მართვის სისტემები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან, ინტერნეტის მეშვეობით გავაკონტროლოთ შიდა და გარე აგრეგატი. ოფისების შემთხვევაში სამუშაო გრაფიკის მიხედვით მივუთითოთ ტემპერატურა და რეჟიმი.
- ცენტრალური მართვა
ეფექტურობის გაზრდის მიზნით, Midea გთავაზობთ ცენტრალური მართვის გადაწყვეტილებებს საოფისე კლიმატის კონტროლისთვის Cloud Gateway ტექნოლოგიის მეშვეობით. ეს ინოვაციური სისტემა საშუალებას აძლევს HVAC ტექნიკურ მენეჯერებს აკონტროლონ და დაარეგულირონ ტემპერატურის პარამეტრები, ჰაერის ნაკადი და სხვა პარამეტრები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ კომფორტს და ენერგოეფექტურობას საოფისე სივრცეში.
- ენერგოეფექტურობის შედარება
ზომიერ კლიმატის პირობებში, როგორიცაა თბილისში, VRF და თბური ტუმბოს სისტემები გაცილებით ენერგოეფექტურია ტრადიციულ გაზის ქვაბებთან შედარებით. ეს სისტემები იყენებენ უახლეს ტექნოლოგიას ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციისთვის, რაც ამცირებს კომუნალურ ხარჯებს და გარემოზე უარყოფით გავლენას.