კატეგორიები
ჩვენი ხედვა
ქვეყნის სერვის ჰაბი
2020 წლიდან მიდეა კავკასიას სათადარიგო ნაწილებით ამარაგებს 50 ქვეყანას
ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი
Midea Caucasus არის კომპანია, რომელსაც მინიჭებული აქვს ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლის სტატუსი კავკასიის რეგიონის HVAC ბაზარზე
მიდეას საერთაშორისო აკადემია
მიდეას აკადემია არის მულტიფუნქციური ტრენინგ-ცენტრი, რომელიც 2020 წლიდან აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური მიმართულებით
Midea Global
პოზიცია Forbes-ის ტოპ 500 კომპანიაში
Fortune Global 500-ის მონაცემებით მიდეა ჯგუფი უკვე მეშვიდე წელია რაც აუმჯობესებს რეიტინგს და იკავებს 245-ე ადგილს
კვლევითი ცენტრი
Midea-ს კვლევითი ინსტიტუტი ფოკუსირებულია ტექნოლოგიების გრძელვადიან კვლევებსა და ინოვაციებზე
საწარმოო ბაზა
მიდეა ჯგუფი ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში რომელიც ქმნის პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს
Milestone
ვინ ვართ ჩვენ
მიდეა ჯგუფი თანამედროვე ტექნოლოგიების მწარმოებელი უდიდესი კომპანიაა, რომელიც თავისი პროდუქციითა და სერვისით მოიცავს 5 სხვადასხვა მიმართულებას:
კომერციული და ინდუსტრიული შენობების ტექნოლოგიები
ჭკვიანი სახლი
ელექტრო-მექანიკური კომპონენტები
რობოტიკა და ავტომატიზაცია
ციფრული ინოვაციები
მიდეას ძირითადი მიმართულება შენობის სისტემები და ტექნოლოგიებია, ხოლო სხვა ინდუსტრიებში ჩართულობის მიზანი, მთავარი მიმართულების მხარდაჭერა და გაძლიერებაა.
მიდეა კავკასია არის კომპანია, რომელსაც მინიჭებული აქვს ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლის სტატუსი კავკასიის რეგიონში HVAC ბაზარზე.
ოპერირებს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
კომპანიას აქვს სათადარიგო ნაწილების ჰაბი, რომლითაც მარაგდება 50 ქვეყანა.
სერვისები
„მიდეა კავკასია“ მომხმარებლებსა და პარტნიორებს სთავაზობს მომსახურებას, რომელიც ორიენტირებულია ტექნიკური გადაწყვეტილებების სწორად შერჩევა-ექსპლუატაციასა და პროექტების სწრაფი შესრულების მხარდაჭერაზე.
Projects
შპს ფრეშ ეარი
King David-ის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი და ბიზნეს ცენტრი. შენობა გამორჩეულია მულტიფუნქციური სივრცეებით სადაც ნებისმიერი ასაკისა და ინტერესების ადამიანს შეუძლია აღმოაჩინოს მისთვის საინტერესო გარემო.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონი დაპროექტებულია უეფა-ს IV კატეგორიის მოთხოვნათა შესაბამისად და გათვლილია 20 000 მაყურებელზე. ბათუმის ცენტრალური სტადიონი ერთ-ერთია იმ მნიშვნელოვანი პროექტებიდან, რომლისთვისაც მიდეას პროდუქცია აირჩიეს.
სოლუშენები
სასტუმრო
სასტუმრო ტიპის შენობები ძირითადად ხასიათდება მრავალი დამოუკიდებელი სივრცით, როგორიცაა : სტუმრებისათვის განკუთვნილი ნომრები, საკონფერენციო ოთახები, დარბაზები და საერთო ზონები.
შიდა სტრუქტურიდან გამომდინარე, აღნიშნულ სივრცეებს ერთი და იგივე გარემო პირობებში განსხვავებული კლიმატური მოთხოვნა გააჩნიათ, ამავდროულად განსხვავებულია სუფთა ჰაერისა და სამომხმარებლო ცხელი წყლის საჭიროება.
ოფისი
კომფორტული სამუშაო გარემოსთვის იდეალური კლიმატის პირობები აუცილებელია. სეზონის მიუხედავად ოფისში დაბალანსებული უნდა იყოს შიდა ტემპერატურა და თანამშრომლების სიმრავლის მიხედვით, ინტენსიურად უნდა იცვლებოდეს სუფთა ჰაერი.